9 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედება- ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელიც 9 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რ.ყ. 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა რ.ყ. 2020 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებას კიდევ ერთ ვადას აძლევს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: სენატის საგარეო კომიტეტის მოწოდება არის არასწორი