9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა – საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვას იწყებს.

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება.

მასზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი. ბოლო დროის ყველაზე სასტიკ და გახმაურებულ მკვლელობაშია ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშითავის დაწვის მცდელობა პოლიციის შენობასთან – დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი შემაჯამებელი სიტყვითაც წარდგება