9 წლის ბრიტანელმა გოგონამ ნოტრ-დამის აღსადგენად ფონდს სამი ევრო გაუგზავნა

9 წლის ბრიტანელმა კეილინ ჰენდლიმ სამ ევროზე ოდნავ მეტი გააგზავნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის ფონდში. ტაძარი15 აპრილს ძლიერი ხანძრის შედეგად ძალიან დაზიანებულია. “ძვირფასო ფრანგებო და პარიზელებო. მე კეროლინი მქვია, ვარ 9 წლის და ვცხოვრობ ინგლისში” – მისწერა გოგონამ ფონდს Fondation du Patrimoine, რომელიც ტაძრისთვის ფულს აგროვებს.
კეროლინის შემოწირულობა 3,38 ევროა. “რადიოდან გავიგე ნორტ-დამის ხანძრის შესახებ და ძალიან მომინდა დაგხმარებოდით. ვიცი, რომ ეს ცოტაა, მაგრამ ყველას შეუძლია დახმარება ” – წერს გოგონა წერილში.

Fondation du Patrimoine-ის პრეს-მდივანი ლოურენს ლევი ამბობს, რომ ორგანიზაცია ყოველდღიურად ათასობით ადამიანისგან იღებს შემოწირულებებს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში 5G-ის გამო პანიკაა – საშიშია თუ არა გამოსხივება