ზღვაში თითქმის 9-თვიანი უწყვეტად ყოფნის შემდეგ ატომური ავიაგამანადგურებელი USS Abraham Lincoln ტაილანდში, პატაიას სანაპიროსთან მივიდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა, რომლის ბორტზეც 5000-მდე მეზღვაური და საზღვაო ქვეითი იმყოფება, ახლო აღმოსავლეთში, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონაში რეკორდულად ხანგრძლივი მისია შეასრულა.








