9 პოლიტიკური პარტია არჩევნების გაყალბების საქმეზე სტრასბურგში აპირებს ჩივილს

,,პატრიოტთა ალიანსი“ და კიდევ 8 პოლიტიკური პარტია არჩევნების პირველი და მეორე ტურის დროს არსებული დარრვევების გამოძიებას ითხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.

,,თუ არ შეიქმენება საგამოძიებო კომისია, მაშინ დამოუკიდებლად შევძლებთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი გამოძიება და სიღრმისეული საკანონმდებლო წინადადებები, რომ რეალურად შეცვალოს დაარჩევნო გარემო,“-განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

პარტიების განცხადებით, სამომავლოდ აუცილებელია გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევენები და მომავალ არჩევნებზე იყოს ახალი სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევასი კვლავ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

,,არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, უამრავი კარუსელი და მანიპულირება მიმდინარეობდა ხელისუფლება არის ,,ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი ორი ,გარიგების შედეგად მივიღეთ ის რეალობა, რაც პარლამენტში გვაქვს“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატია(VIDEO) “ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ” – კვიციანი ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს