საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 8,958 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომლის ნაწილი, 4 შეფუთვად დაფასოებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა, ხოლო ნაწილს, 27 შეფუთვას ასევე ლოკაციებზე განთავსების მიზნით, ინახავდა პირადად.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















