9 აპრილთან დაკავშირებული მიღება – ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, დაგეგმილი ღონისძიების ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სასახლის კარები დღეს პირველად გაიღება.

9 აპრილთან დაკავშირებული მიღება შენობაში, რომლის ახალი ოფიციალური სტატუსი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა, 17:00 საათზეა დაგეგმილი.

პრეზიდენტის სახელით გასამართი საზეიმო მიღება დღის მთავარი გმირების გარეშე ჩაივლის.

უზენაესი საბჭოს დეპუტატების უდიდესი ნაწილი, რომელბმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეს, ავლაბრის სასახლეში არ მივლენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს პროტესტს უცხადებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტის სასახლის შენობაში მისვლას არ აპირებენ.

დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, როდესაც ის 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა
შემდეგი სტატია9 აპრილის მემორიალთან შეკრებილებს პატრიარქმა საკვები გაუგზავნა