9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ახსენებს. ჩიქოვანი 9 აპრილის გმირებს “მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად” მოიხსენიებს.
მანამდე განცხადება გაავრცელა ირაკლი კობახიძემაც – ივანიშვილის პრემიერი 9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს.
ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე.
1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია.
დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ამ დღეს ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატა ჩვენი ერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დაღუ