9 აპრილს საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნების ორგანიზატორებმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს

9 აპრილს, საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნების ორგანიზატორებმა, თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაფუძნების შესახებ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე და ღონისძიების ორგანიზატორები რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ.

მათი თქმით, ქვეყანაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი ხდება და ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, უნდა დასრულდეს.

შეკრება, რომელიც 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართება, 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათზე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პარტიის სახეები ხოლარდავა და ჩუგოშვილი იქნებიან?!
შემდეგი სტატია„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება