9 აპრილს ხალხი რომ ნიჩბებით დაჩეხეს, თქვენ იყავით იმავე რეჟიმის მსახური, ეს რა მორალში ჯდება?! – კახიძე ვოლსკის

დაპირისპირება პარლამენტში ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას და მის თანაგუნდელებს უთხრა, რომ ისინი ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელები და მსახურები იყვნენ. მისი თქმით, მისი კოლეგები არც წამებაში იღებდნენ მონაწილეობას და არც მამაკაცების გაუპატიურებაში.

ვოლსკის ამ განცხადებას ოპონენტებისგან ახალი ბრალდებები მოჰყვა. გიგა ბოკერიამ და ოთარ კახიძემ ვოლსკის შეახსენეს, რომ ის ცეკას ინსტრუქტორი იყო და მორალის კითხვის უფლება არ აქვს.

ოთარ კახიძემ კი ვოლსკის ჰკითხა, რას ფიქრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე, რომლებიც ახლა მათი პარტიის წევრები არიან.

გარდა ამისა, კახიძემ ვოლსკის შეახსენა, რომ ცხრა აპრილის ტრაგედიის შემდეგ ის სწორეთ იმ რეჟიმის მსახური გახდა, რომელმაც ახალგაზრდები ნიჩბებით აჩეხა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხი გაზით გაგუდა.

„თქვენი კოლეგები რომ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ პარლამენტის წევრები, ყველანაირ კანონს რომ ხმას აძლევდნენ, დღეს რომ თქვენი პარტიული კოლეგები არიან ის ადამიანები არ მონაწილეობდნენ და ჩვენ აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით- ეს რანაირად გაქვთ დალაგებული?

ჩემი სკოლელები თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილ ნიჩბებით რომ დაჩეხეს და გაზით რომ გაგუდეს ამის მერე რომ თქვენ იყავით იმავე რეჟიმის მსახური ეს როგორ ჯდება, ან ეს რა მორალია ან მორალს ვის უკითხავთ,“-მიმართა ვოლსკის კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია!” “შე ვიგინდარა ცეკას ინსტრუქტორო… “ – დაპირისპირება ვოლსკისა და ბოკერიას შორის
შემდეგი სტატია„ნაციონალური წარსული არანაკლებ საშიში იყო ვიდრე კომუნისტური სისტემა” – ქუცნაშვილი