9 აპრილი – რუსული ფაშიზმის სისხლიანი ანატომია

…რამდენიმე საათში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დიდი სისხლისღვრა უნდა ატყდეს – ორლესული ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით შეიარაღებული გალეშილი რუსი ჯარისკაცები თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს დაერევიან და მუსრს გაავლებენ!.. რუსები განსაკუთრებული სისასტიკით ქართველ ქალებს, დედებს გაუსწორდებიან!.. ოკუპანტები არც მოზარ გოგონებს დაინდობენ და არც – ორსულებს, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩრდილოეთელი დათვი დავითის, თამარის, ცოტნეს და სხვა გმირ ქართველთა შთამომავლების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ვერ ჩაკლავენ!.. რამდენიმე საათში, რუსთაველზე სისხლის კალო უნდა მოეწყოს და რუსმა სამხედროებმა სისცოცხლეს 21 ქართველი გამოასალმონ! მანამდე კი… მანამდე მოვლენები ასე ვითარდება:

ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ აფხაზეთში რუსული იმპერიის საწინააღმდეგო აქიციებს მართავს. ერთ-ერთი აქციის შემდეგ, სოხუმისკენ მიმავალ მომიტინგეებს თავს დაესხმებიან. მომხდარს 2 აპრილს გააპროტესტებენ – სოხუმში უჩვეულოდ ხალხმრავალი აქცია ჩატარდება, რომელშიც მხოლოდ ქართველები კი არა, აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, მათ შორის, აფხაზებიც მონაწილეობენ. სწორედ ამის გამო არსებობს საფრთხე, რომ ვიღაცამ დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს. აქციის ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გადაწყვეტილებით, სოხუმში მიტინგი შეწყდება და 4 აპრილს, თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე განახლდება. მიტინგის მონაწილეთა უმეტესობა სტუდენტია… ისინი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას ითხოვენ…

შემომგლისფერდება…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ე.წ. არაფორმალები შეიკრიბებიან…

მაშ, ასე: გადაწყვეტილება მიღებილია, რომ აფხაზეთის საკითხიდან გამომდინნარე, ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს და დროებითი მთავრობა შეიქმნას, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას გააუქმებს.

ხალხი ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ დაიძვრება…

5 აპრილს, გამთენიისსას, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს – შიმშილობას დაიწყებს და… ამ წუთიდან აფხაზეთის თემა აღარავის ემახსოვრება, ანუ მიტინგის სპიკრები უკვე იმას აცხადებენ, რომ საქართველო საბჭოთა კაშირის შემადგენლობიდან უნდა გამოვიდეს!

ასე და ამგვარად – მიტინგი რადიკალურ ფორმას იღებს და „არაფორმალების“ ნაწილი მომიტიმგეებს არწმუნებს, როგორც კი საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებს, აფხაზეთის პრობლემა  მოგვარდებაო…

ეროვნული მუხტი მალე მთელ ქვეყანას მოედება და… დიახ, მთელი ქვეყანა თავს რუსთაველის გამზირზე მოიყრის.

7 აპრილია…

ჰაერში უკვე სისხლის სუნი ტრიალებს…

– მივმართავთ გაერო-ს, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, რომ აღიარონ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია! – ამცნობს მომიტინგეებს „არაფორმალთა“ ერთ-ერთი ლიდერი.

საქართველოს ცეკა-ში სრული პანიკაა…

პარტიული აქტივი მიტინგის დაშლის გადაწყვეტილებას იღებს და დასახმარებლად ცენტრს, ანუ კრემლს მიმართავს… პარალელურად, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება ქვეყნდება, რომლის მიხედვითაც, მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები გამკაცრებულია. მერე, წლები რომ გავა, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ეს ბრძანებულება თბილისში, მიტინგის უსასტიკესად დარბევის „გაპრავება“ იყო და მეტი არაფერი.

8 აპრილი…

მომიტინგეებმა უკვე იციან, რომ შინაგან სამინისტროს სპეცრაზმს აქციის დაბშლის ბრძანება მისცეს.

– არც ერთი ნაბიჯი უკან! – ეს აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებაა, რასაც რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩების ჩახერგვა მოჰყვება.

ისევ შემომგლისფერდება…

თბილისის შემოგარენი რუსული სამხედრო ტექნიკითა და ე.წ. მერვე პოლკის ჯარისკაცებითაა სავსე…

– საფრთხე რეალურია! – ეტყვის სულიერ შვილებს უწმინდეს და სთხოვს, რომ ქაშვეთში წავიდნენ და ილოცონ, მაგრამ მრევლი პატრიარქს არ დაუჯერებს…

– მამა ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!.. – ეს ირაკლი წერეთელია…

შუაღამე გადასულია…

საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი ბრძანების შესასრულებლად მზადა…

სისხლისმსმელებს ბოლო მითითებებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, იგორ როდიონოვი აძლევს…

რუსები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ…

ბართლომეს ღამეს ბოლო არ უჩანს…

9 აპრილი საქართველოში სიხლისფრად გათენდება…

32 წელია, რიგითი ადამიანები და პოლიტიკური ელიტა 9 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიდიან და 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით ამკობენ, თუმცა რიგითი ადამიანები უფრო გულწრფელებია არიან, ვიდრე – პოლიტიური ელიტის წარმოამდგენლები, რადგან ზოგიერთი მათგანი გულში დღესაც იმ დღეზე ოცნებობს, როცა მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი აღსდგება, მაგრამ ეს ის ოცნებაა, რომელსაც ასრულება არ უწერია, რადგან ქართველი ხალხი რუსულ ოკუპაციას არასოდეს შეურიგდება.

დიახ, რუსეთი ოკუპანტია!

დიახ, რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე უფროსი ძმა და მეობარი კი არა, სისხლისმსმელი მტერია, მტერი, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს გადაყლაპვას ორი საუკუნეა ცდილობს!
დღეს 9 აპრილია.

დიდება გმირებს!

არა – რუსულ ოკუპაციას!

გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, ერთიან და ევროპულ საქართველოს! 

 

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ზელენსკის წინადადებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავშეკავებით უპასუხა
შემდეგი სტატიაბენ ჰოჯესი – რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც