,,9 მაისს კრემლში მისაყოლებელზე რიგი იქნება,, აცხადებს ჟირინოვსკი

,,ერთი ცენტრიდან მართული ნატოს ქვეყნები ამზადებენ აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ… ამიტომაც ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეზე 9 მაისს მათი არ ჩამოსვლა, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გარკვეულწილად გასაგებიცაა,, განაცხადა რუსეთის დუმის წევრმა ლობერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სტუმრებზე საუბრისას .
ჟირინოვსკის აზრით, კრემლს ნატოური ქვეყნების ლიდერები, უმჯობესი იყო არც დაეპატიჟებინა მოსკოვში.
,,უკეთესია თუ ისინი არ ჩამოვლენ… სამაგიერო სხვა ქვეყნის პირველი პირები და ზოგიერთი ქვეყანა დელეგაციას გამოაგზავნის თუ პირველ პირს არა… იმდენი მაინც ჩამოვა, რომ 9 მაისს კრემლში მისაყოლებელზე რიგი იქნება,, განაცხადა ჟირინოვსკიმ რუსულ ტელევიზიასტან საუბარში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შეცლის აუცილებლობაზე საუბრობენ