ბოკერიას განცხადებით, ნაციონალების საარჩევნო სიაში “ღრმა კომპეტენციის” მქონე ადამიანები მოხვდებიან

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავარ ამოცანად ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ასახელებს. პარტიის სიის ფორმირებაზე კი ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ბოკერიამ განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ოქტომბერშია ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი პრობლემის გადაწყვეტა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა და ეს აუცილებლად მოხდება. სიის ფორმირებაზე კი კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენი საერთო ამოცანა არის, რომ იმ გამოცდილებასთან ერთად, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენ დაგვემატოს ის ხალხი, რომელსაც სპეციფიურად დამატებითი, ძალიან ღრმა კომპეტენცია გააჩნია,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიაღდგომის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასოფელ გავაზში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან