გიორგი მღებრიშვილი საჩვენებელ წვრთნას დაესწრო

13051763_548360245325195_3412810339544692984_n 13076951_548360068658546_1108829288775480730_n

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში, ევროკავშირის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოების კონტროლს გააუმჯობესებს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. სასწავლო წვთნებში ჩართულები იყვნენ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის ჯავშანტექნიკის, იარაღების და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რუსეთს უწოდა “ბანგლადეში რაკეტით”
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტი: იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში