ჯანდაცვის მინისტრი სოციალურად დაუცველთა პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების მეთოდოლოგია დღეის მდგომარეობით იდეალური არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო, რომ სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის მეთოდოლოგიიდან ჩამოეშორებინა პოლიტიკური ფაქტორი. როგორც დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად “ნახტომისებურად იზრდებოდა”, რაც მიმზიდველ ფაქტორად გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს გარკვეული პოლკიტიკური ნება გამოეხატათ დახმარების დანიშვნის სამაგიეროდ:

“ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შემადგენლის ჩამოცილება შევძელით. მეორე ფაქტორი ნაწილობრივ რჩება პრობლემად- ეს არის სოციალურ აგენტი, რომელიც პირველად მონაცემებს კრებდა ოჯახის შესახებ. მას ჰქონდა საკმაოდ ფართო სიბუექტური ველი, რომ სიმპათიებით და ანტიპატიებით მიეღო გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში ქულებზე და საბოლოო ჯამში დახმარების დანიშვნა მოხსნაზე მნიშვნელოვნად აისახებოდა. ბოლო მეთოდოლოგიებმა ეს სუბიექტური ფაქტორი შეამცირა, თუმცა სულ ვერ მოსპო. თვეში დაახლოებით 5 ათასი კარგავს დახმარებას და ხუთი ათასი იძენს. იმ საზოგადოების პოზიცია უფრო ჩანს ვინც დაკარგა ეს შემოსავალი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, ვამტკიცო, რომ ეს მეთოდოლოგია დღეის მდგომარეობით იდეალურია, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, ჩვენი ანალიზით, 70%-ის შემთხვევაში რა იწვევს სოციალური დამხარების დაკარგვას. მე არ ვადანაშაულებ ბენეფიციარებს, ალბათ ეს ჩვენი სისტემის ბრალია, რომ არ ვუხსნით ამ ადამიანებს კარგად. მიზეზი არის ის, რომ თუ ამ ადამიანმა ნახა დროებითი სამსახური, ამის შესახებ უნდა შეგვატყობინოს, რადგან სისტემა მათ ავტომატურად ბლოკავს. ზოგჯერ მათ არ იციან, რომ უნდა შეგვატყობინონ, ზოგჯერ ეშინიათ, რომ შეგვატყიბინონ, რადგან დახმარება არ დაკარგონ. ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. მინდა დაგიდასტუროთ, რომ როდესაც ასეთი შეტყობინება ჩვენთან შემოდის, ჩვენ ამაზე ვაკეთებთ რეაგირებას და ვცდილობთ გამოვასწოროთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხობაძე მთავრობას კარანტინის გამოცხადებას სთხოვს
შემდეგი სტატიაკობა კობალაძე ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა