84 წლის ქალი ოთახში ჰყავთ გამოკეტილი

ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი 84 წლის ნუნუ დვალი ოჯახში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა მისი დის და დისშვილის მხრიდან. ამ უკანასკნელებმა ადრე მასზე მეურვეობა აიღეს. ისინი ხანდაზმულ ქალს, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობით არის დაავადებული, გაუსაძლის პირობებში აცხოვრებენ. იგი ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში, სადაც საშინელი ანტისანიტარია სუფევს.
ნუნუ დვალის ნათესავები ფონდის თანამშრომლებს არ უშვებენ სახლში, არ აძლევენ ხანდაზმული ქალის მოვლის, გამოკვების და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალებას. უფრო მეტიც, ისინი მედპერსონალს უხეშად ესაუბრებიან და მზად არიან ხელჩართულზე გადავიდნენ.
ბოლო ვიზიტისას, ჩერნოვეცკის ფონდის ექთნები პაციენტს ფანჯრიდან ესაუბრებოდნენ. იგი ჩიოდა, რომ მშიერია და ითხოვდა თავშესაფარში გადაყვანას.
ამავე დროს, ნათესავები ირწმუნებიან, რომ ისინი ნუნუ დვალს კარგად უვლიან, ხოლო ოთახში იმის გამო ჩაკეტეს, რომ ქმედუუნაროა და სახლიდან გარბის. ისინი მოითხოვენ, რომ ფონდი არ ჩაერიოს მათი ოჯახის ცხოვრებაში.
სწორედ შიშის გამო ნუნუ დვალი უარს ამბობს პატრულის და სოციალური მუშაკის გამოძახებაზე, თუმცა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ ფონდმა მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს შესაბამისი ზომების მისაღებად!
ჩერნოვეცკის ფონდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და სოციალურ მომსახურების სააგენტოს თხოვნით – შეისწავლონ შექმნილი ვითარება, მიიღონ ქმედითი ზომები და დაიცვან ხანდაზმული ქალის უფლებები!

banner
წინა სტატიაშიშეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები – თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატია“არ არის გამოკვეთილი კონკრეტული კანდიდატი” – ირაკლი კობახიძე საპრეზიდნტო კანდიდატზე