83 წლის დალაი-ლამა 9 აპრილს ნიუ-დელის საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს

83 წლის დალაი-ლამა 9 აპრილს ნიუ-დელის საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს – ამის შესახებ 10 აპრილს დალაი-ლამას წარმომადგენელმა აშშ-ში გაავრცელა.

ტიბეტური ბუდიზმის წინამძღოლის მდგომარეობა სტაბილურია, მას “ხველა და მკერდში ტკივილი აწუხებს” – მისმა წარმომადგენელმა განაცხადა.

დალაი ლამა ბუდისტების სულიერი ლიდერია. გარდა ამისა, ის ჰუმანურობისა და თანაგრძნოის სიმბოლოდ ითვლება. 1959 წლიდან XIV დალაი-ლამა, რომლის ნამდვილი სახელია ტენცზინ გიუმცხო, ინდოეთში ემიგრაციაში ცხოვრობს.

მან 1989 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურასთან ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული