82 წლის პაციენტმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა

82 წლის პაციენტმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა-ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 82 წლის პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს სახლში გაეწერა.

„ასევე გაეწერა ორსული ქალი. ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს. ასევე გვყავს სამი ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების გარეშე. რაც შეეხება 81 პაციენტს, მათგან 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან აღენიშნებათ ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი“, – განაცხადა ლევან რატიანი.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში დარჩენისკენ და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში