ვასილ ჯამალაშვილმა პროკურატურა დატოვა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

თბილისის პროკურატურაში ვასილ ჯამალაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა და პროკურატურის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა, ვასილ ჯამალაშვილმა აღნიშნა, რომ ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“დაკითხვა ძალიან მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა. არანაირი ზეწოლა პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან წვდომას, ვასილ ჯამალაშვილის განცხადებით, მას მსგავს კონტენტზე არანაირი წვდომა არასდროს ჰქონია.

banner
წინა სტატიაშითბილისში 2 ახალგაზრდა ე.წ “სპიცით” დაჭრეს
შემდეგი სტატიაგორში ახალგაზრდა ქალმა სამხედრო მოსამსახურე მოკლა