თამარ ხიდაშელი: მინდა გამოვეხმაურო ბატონი გრიგორი კარასინის სრულად თავხედურ მოსაზრებას

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრი თამარ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტზეც გააკეთა კომენტარი.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი გრიგორი კარასინის სრულად თავხედურ მოსაზრებას. მის თითის ქნევას სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს რიტორიკა სამწუხაროდ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, იმ ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან, რომელიც უკვე ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ ხშირად გვესმის,“ – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

კარასინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის მისამართით გაიზარდა პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, მათ შორის პრეზიდენტისგანაც.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე: ხელისუფლების მოვალეობაა მკაფიო გზავნილი შეაგებოს კარასინის თავხედურ განცხადებას
შემდეგი სტატია“ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ” – პრემეირი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციას აფასებს