არჩევანი ორ “მაესტროს” შორის – თანამშრომლებს ვადა დღის ბოლომდე მიეცათ

შპს “ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, “მაესტროს” თანამშრომლები დღის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ არა შპს “სტუდია მაესტროს” და შეუერთდებიან თუ არა შპს “ტელეკომპანია მაესტროს”.

შპს “სტუდია მაესტროსთან” თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება თანამშრომლების ნაწილმა უკვე მიიღო. როგორც კიკაბიძემ განაცხადა, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ შპს “ტელეკომპანია მაესტროსთან” თანამშრომლობას გადაწყვეტენ, ისინი მის კომპანიაში მუშაობას ხვალიდანვე გააგრძელებენ.

“შევხვდი ყველა თანამშრომელს, შევთავაზე შპს “ტელეკომპანია მაესტროში” გადმოსვლა. არავის არაფერს ვაძალებთ, ვისაც ექნება სურვილი, ის ითანამშრომლებს. პირობებს ვთავაზობ იგივეს. დაფინანსებაზე პასუხისმგებელი კი იქნება ისევ მაკა ასათიანი, ვინც ამდენი წელი აფინანსებდა “მაესტროს”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ის გააფორმებს კონტრაქტს მაკა ასათიანის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია “ემ ინვესტმენტთან” შენობის თაობაზე და შპს “ტელეკომპანია მაესტრო” გააგრძელებს მაუწყებლობას იმ შენობაში, სადაც ფუნქციონირებდა “მაესტრო”.

კიკაბიძის განცხადებით, მარეგულირებელი კომისია შპს “ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხიმგებლობას ამ კადრების შექმნაზე და გავრცელებაზე
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით ლადო პაპავა თანამდებობას ტოვებს