80 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

80 წლის ქალბატონისთვის ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი და მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განცხუდა.

„ჩვენთან გახლავთ ოჯახი, თუ რა ღონისძიებაზე იმყოფენოდნენ ნამდვილად ვერ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ შეკრებაზე იყვნენ. ცოლ-ქმარი ჩვენ კლინიკაში 48 საათის წინ მოთავსდნენ, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ქალბატონთან და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მეოთხე პაციენტი, რომელიც ასაკით 80 წლისაა, წარმოადგენს იმ კლასტერს, რომელსაც ცოლ-ქმარი წარმოადგენს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან
შემდეგი სტატიახვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა