8 ტყუილი, რომელიც გუშინ გახარიამ თქვა – გოკა გაბაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება.

1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია – ტყუილია – გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ

2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა – ტყუილია – საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა – ტყუილია – პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა – ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის – ტყუილია – იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ – ტყუილია – პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში – ტყუილია და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

8. გადადგომა პასუხესმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს – ტყუილია ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.

სამართლებრივის დროც დადგება… ”

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი, ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა თუშეთში – ჰესის მშენებლობისას მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა