“8 თვის მონაცემებით, ჩინეთში 3,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დაახლოებით მესამედია, რის ექსპორტირებასაც რუსეთში ვახდენთ”

8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე 3,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დაახლოებით იმის მესამედია, რის ექსპორტირებასაც რუსეთის ბაზარზე ვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ჩინეთთან ურთიერთობების დინამიკა ძალიან მზარდია და ბევრი მიმართულებით კარგი მაჩვენებლები არსებობს.

„სულ ახლო მომავალში მოვაწერთ ხელს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, როგორიც არის ღვინის ექსპორტი. წელს 3 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტსაც არ ველოდებოდით, მაგრამ 8 თვის მონაცემებით, უკვე 3,5 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული. ეს დაახლოებით მესამედია იმისა, რის ექსპორტირებასაც ვახდენთ რუსეთის ბაზარზე. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისთვის
შემდეგი სტატიანიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გამო, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს