ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატებთან კამათის შემდეგ დამსწრე საზოგადოება და ჟურნალისტები დარბაზიდან გამოუშვა და სხდომა დახურა.
გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა – “ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს, გთხოვთ, წაღმა-უკუღმა”
მანამდე ადვოკატებმა წარსულში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების გამო, თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა















