8 მწვრთნელმა ხელფასის სახით 71,100 ლარი მიიღო, თუმცა ბორჯომში არც საციგაო ტრასაა და არც ყინულის მოედანი

ყინულის ჰოკეის, ტრამპლინიდან ხტომისა და საციგაო სპორტის 8 მწვრთნელს ბორჯომის მერიამ 71,100 ლარი ხელფასი მისცა, თუმცა პედაგოგებს არც ციგურებით სრიალი უსწავლებიათ ვინმესთვის და არც ტრამპლინიდან ხტომა.

ბორჯომის რაიონის სასპორტო სკოლებში ყინულის მოედანი საერთოდ არ აქვთ. არ არის მოწყობილი არც საციგურაო მოედანი და არც ტრამპლინი. გამოდის, რომ რვა ადამიანმა თანხაა არაფრის კეთებაში აიღო. ეს მხოლოდ ერთი ფაქტია რაიონში, თუმცა არაერთადერთი, რომელიც “ფლანგვის დეტექტორმა” შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა. რაიონში საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი სულ უფრო მატულობს, თუმცა ეს ადამიანები ხშირად ფუნქცია-მოვალეობების გარეშე არიან.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დასაქმებულმა 10-მა სასოფლო კლუბის გამგემ ხელფასის სახით 98,400 ლარი მიიღო, თუმცა სასოფლო კლუბებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები და არც მათი საქმიანობის ანგარიშია ხელმისაწვდომი.

ასევე, სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტმა 2021-2022 წლებში 2,020,600 ლარი შეადგინა, სადაც დასაქმებული 87 თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია მერიის სხვა სამსახურის ფუნქციებთან.

ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე კი, რომლის ფუნქცია მოვალეობები დუბლირებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა ა(ა)იპ-თან, 2021-2022 წლებში 582,500 ლარი დაიხარჯა, თუმცა აქედან 70,800 ლარი დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას მოხმარდა.

ოპოზიციას რჩება განცდა, რომ “ოცნება” დიდ ფულს პარტაქტივის წახალისებაში ხარჯავს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 1081 ადამიანია გაფორმებული, როგორც აუდიტის დასკვნით ირკვევა. ადამიანტა უმრავლესობა საერთოდ სამსახურშიც კი არ დადის და მხოლოდ ბანკომატებთან მიდიან ჩარიცხული ხელფასების ასაღებად. ეს არის ის ადამიანური რესურსი, რომელიც “ოცნებას” წინასაარჩევნოდ დაბანდებული აქვს და მას საარჩევნო კაპმანიაში აქტიურად გამოიყენებს”, – ამბობს ადგილობრივი ოპოზიციონერი.

banner
წინა სტატიაშივენის სასამართლომ ავსტრიის ყოფილი კანცლერი, სებასტიან კურცი ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა