8-მილიონიანი სამედიცინო ხელთათმანების ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია

ამირან გამყრელიძის შვილის კომპანია, სს გეფა, თითქმის 8-მილიონიანი სამედიცინო ხელთათმანების ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია.

2021 წლის 21 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 7 738 295 ლარი იყო.

წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა, ტენდერში ერთადერთი მონაწილე სააქციო საზოგადოება გეფა იყო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

დისკვალიფიკაციის მიზეზი ტექნიკური დოკუმენტაციაა, სს გეფამ არ წარმოადგინა ტენდერში გამარჯვებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ, XL ზომის ხელთათმანთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშითქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც პუტინს აძლევთ
შემდეგი სტატიანიკა მელია: ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ მზად ვართ დიალოგისთვის