8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები ჭარბობენ

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები ჭარბობენ. როგორც “თაიმერს” სააგენტოდან აცნობეს, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2 470 055 ქალი. აქედან საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 708 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 10 211 (61.11%) – ქალია და 6 497 (38.89%) მამაკაცი.
მათივე კვლევით, 8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1990 წელს წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 272 ადამიანია დარეგისტრირებული.
8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა 4 278 პირი დედაქალაქში ცხოვრობს, იმერეთში – 2147, ქვემო ქართლში – 2028, კახეთში – 1465 და აჭარაში – 1452 ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის მთავრობა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე რეფერენდუმს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ჟიული შარტავას იხსენებს-ერთი შეხედვით ცივი და მიუკარებელი ჩანდა