8 კვადრატულზე დასაშვებია 1 ადამიანი, ჯგუფური ვარჯიშები მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობით – ფიტნეს სფეროსთვის შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი ცნობილია

8 კვადრატულზე დასაშვებია 1 ადამიანი, ჯგუფური ვარჯიშები მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობით – ფიტნეს სფეროსთვის შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი ცნობილია.

ბუნებრივი სავინტილაციო სისტემა ის მნიშვნელოვანი გამოწვევაა , რომელზეც ფიტნეს სფეროს წარმომადგენლები და ჯანდაცვის უწყება ჯერ კიდევ მსჯელობს . სპორტ დარბაზებისთვის რეკომენდაციები შემუშავებულია და 2 დღის ვადაში უნდა დამტკიცდეს. ცნობილია, რომ ფიტნესის მოყვარულებს ჩვეულებრივ დახვდებათ საშხაპეები, გასახდელები და არ მოუწევთ პროცესში პირბადის ტარება.

ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები პირველ ეტაპზე ერთ ფილიალს გახსნიან. უკვე იციან, რომ მათ არჩევანი მთავარი რეკომენდაციის – სოციალური დისტანციის დასაცავად ბარიერების გაკეთებაზე შეაჩერეს. თუმცა ასევე ექნებათ არჩევანი, მაგ: სარბენი ბილიკები გამოტოვებით აამუშავონ. ამ შემთხვევაში ტრენაჟორების გადალაგება მოუწევთ. ფიტნეს ინდუსტრია იმედს იტოვებს, რომ კვადრატულობის მიხედვით ადამიანთა დაშვების პუნქტი რეკომენდაციებში გადაიხედება.

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს მომდევნო მოსმენებში მონაწილეობას
შემდეგი სტატიათბილისის მერმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა