ევროკავშირის დელეგაცია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდება. ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის 8 წარმომადგენლისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლებაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის სპეციალური განცხადებაც გაკეთდება. ამის შემდეგ კი, ევროკავშირის დელეგაცია პროევროპულ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.
ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე უარი უთხრეს.
დელეგაციაში არიან:
გერმანია – მიხაილ როთი;
ფინეთი – იუკა კოპრა;
შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი;
საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
ლატვია – ინარა მურნიეცე;
ესტონეთი – მარკო მიხელსონი;
პოლონეთი – კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.