19 დეკემბრის საღამოს, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 30-მდე დაშავდა . ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოდესის ოლქის მთავარი დირექტორატის პრესსამსახური იტყობინება.
„ოდესის ოლქზე მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ 27 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმის ეპიცენტრში იმყოფებოდა“, – განაცხადეს მაშველებმა.
მათი თქმით, ავტოსადგომზე სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა და მსუბუქი ავტომობილებიც დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ყველა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.
ოდესაში მომხდარი თავდასხმის გამო, ათი ათასობით ოჯახს, ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უშუქოდ 73 ათასამდე აბონენტია დარჩენილი. ხალხს არ აქვს არც გათბობა და არც წყალი.
















