თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა.
ანტალიის გუბერნატორმა, ჰულუში შაჰინმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
თურქულ მედიაში ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.


















