16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

“8 აგვისტო რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო”- მიხეილ სააკაშვილი

“ყოველი წლის 8 აგვისტოს (ეს რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო) რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატის და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხათგვერდში.
ყოველ ჯერზე, მათი იქ მისვლა და თავისი ბინძური ფეხებით გმირების საფლავის ატალახიანება გვახსენებს, რომ კიდევ ერთი წელი მოვითმინეთ მოღალატე ყაჩაღთა პარპაში. კიდევ ერთხელ მივუშვით გმირთა საფლავზე, კიდევ ერთხელ ვათრევინეთ ტალახში ჩვენი ქვეყნის სახელი და დავაკნინებინეთ ქართველი ხალხის გმირობა.
ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ. თუ არა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა კიდევ იარსებებს მათი შემდგომი მისვლების დროს”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი იყო არჩევნების გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი” — ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატია„საბოტაჟია და საქართველოს ინტერესების მტრობა ანაკლიის პორტის დაპატარავება“ — თაზო დათუნაშვილი