8 თვის მონაცემებით საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19 860 452 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი ღვინო.

ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ყაზახეთი – 2% (2936256ბოთლი), ჩინეთი – 60% (1185821), პოლონეთი- 1% (1020394), ლატვია – 2% (709602), ლიტვა – 1% (363678), ესტონეთი – 37% (297432), გერმანია – 27% (188 528), აშშ – 26% (155744), კანადა – 89% (120180), იაპონია – 7% (90194), ყირგიზეთი – 23% (79080), კორეა – 221% (24054) და სხვა.

მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ითაა შემცირებული.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი – 10 111 948 ბოთლი, ყაზახეთი -2 936 256, უკრაინა – 1 739 438, ჩინეთი – 1 185 821 და პოლონეთი – 1 020 394.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415 ბოთლი ბრენდი, 18 ქვეყანაში კი 75 036 ბოთლი ჭაჭა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს ბანკს” სათამაშო იარაღით ,,შეიარაღებული” პირი დაესხა თავს
შემდეგი სტატია„წელს მეორადი ჩარიცხვები არ იქნება“