7G ქვეყნების გამოხმაურებები კვებეკის სამიტზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 01:17

7G ქვეყნების გამოხმაურებები კვებეკის სამიტზე

“დიდი შვიდეულის” სამიტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთის მიმართ ბრალდებები გაცვალეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ორმა მრჩეველმა “ტვიტერში” კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო “უპატიოსნო დიპლომატიისთვის” გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე, ერთობლივი კომინიკედან საკუთარი ხელმოწერა გაიწვია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ გადაწყვეტილებას “გამოსაფხიზლებელი” და “სამწუხარო” უწოდა.

ერთობლივი კომუნიკეს ტექსტი მიმართული იყო ქვეყნებს შორის უთანხმოებების მოსაგვარებლად. აშშ-ს სავაჭრო პარტნიორები, განსაკუთრებით ევროკავშირი, კანადა და მექსიკა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით, აკრიტიკებენ.

სამიტის დასრულებისთავანე, ტრიუდომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ამერიკული ტარიფების წინააღმდეგია და გაიმეორა, რომ კანადა საპასუხო ზომებს შემოიღებს პირველი ივლისიდან. “კანადელები ზრდილობიანი და გონიერი ხალხია, მაგრამ ყველა მოთმინებას აქვს დასასრული” – თქვა პრემიერ-მინისტრმა. პასუხად, დონალდ ტრამპმა, რომელიც სინგაპურში მიემგზავრებოდა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე, “ტვიტერში” დაწერა, რომ მან განკარგულება გასცა, ერთობლივი კომუნიკესთვის მხარი არ დაეჭირა და განიხილავს საკითხს ავტომობილების იმპორტზე გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯასტინ ტრიუდოს “არასწორი განცხადებების” გამო მიიღო, ასევე იმიტომ, რომ ტრამპის თქმით, “კანადას უამრავი გადასახადები მიაქვს ამერიკელი ფერმერებისგან, მუშებისგან და კომპანიებიდან”.
ეკონომიკის საკითხებში ტრამპის მთავარი მრჩეველი ლარი კუდლოუ და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში მრჩეველი პიტერ ნავალო კვირას, ასევე კანადის პრემიერის კრიტიკით გამოვიდნენ ამერიკულ არხებზე. “მან, პირდაპირ ზურგში დანა ჩაგვცა” – კუდლოუმ თქვა. ნავალო უფრო ხისტი იყო: “ჯოჯოხეთში სპეციალური ადგილებია იმ ლიდერებისთვის, რომლებიც ტრამპთან უპატიოსნო დიპლომატიას აწარმოებენ და შემდეგ, გასვლისას კი, მას ზურგზე დანას რომ ჩასცემენ”.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა, თავის მხრივ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით, “კანადელებისათვის აბსურდული და აღმაშფოთებელი” უწოდა. “კანადა აშშ-ს უახლოესი და უძლიერესი მოკავშირეა. ჩვენ, პრინციპში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროებას არ წარმოვადგენთ და ვიცი, რომ ამერიკელებს ეს კარგად ესმით” – თქვა ფრილანდმა.

“დიდი შვიდეულის” სხვა ლიდერებიც, როგორც ჩანს, გაოგნებულები დარჩნენ დონალდ ტრამპის რეაქციით და ხაზს უსმევდნენ, რომ მხარს უჭერენ კომუნიკეს ტექსტს. დონალდ ტუსკმა ტროლინგიც კი დაიწყო თეთრი სახლის მისამართით და “ტვიტერში” დაწერა: “სამოთხეში არის სპეციალური ადგილი ჯასტინ ტრიუდოსთვის. კანადა, მადლობა, “დიდი შვიდეულის” სამიტის არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის” .

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “საერთაშორისო თანამშრომლობა არ შეიძლება სიბრაზის შემოტევებითა და მოვარდნილი რეპლიკებით კეთდებოდეს”. “სერიოზული და ჩვენი ხალხების პატივისცემის ღირსი უნდა იყო. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ვალდებულებებს და მას ვასრულებთ” – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ერთობლივ კომუნიკეში, შვიდი ქვეყანა – კანადა, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და იაპონია წერენ, რომ აუცილებელია “თავისუფალი, სამართლიანი და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა” და ბრძოლა გამოუცხადეს პროტექციონიზმს. გარდა ამისა, კომუნიკე შეეხო რამდენიმე სხვა საკითხს, მათ შორის რუსეთს – ტექსტში რუსეთისადმი მოწოდებაა, რომ შეწყვიტოს მოქმედებები, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს, ასევე, შეწყვიტოს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. ტექსტში, ასევე, საუბარია ირანზე, კლიმატის პრობლემებსა და ქალთა განათლებაზე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 01:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics