დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, 12 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება.
თბილისის მერიის ცნობით, მარათონი – “ჩემი გაზაფხული” ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია:”ისეთი შეგრძნება მაქვს, დაგვცინის ვიღაც დედაარღნიანი”
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო