საია: ეს არის დარტყმა არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ სამართლიან საარჩევნო გარემოზე

ეს არის ყველა აქტიური ადმიანის გაფრთხილება და განეიტრალების მცდელობა,- ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დღეს ვიდეოს გავრცელებს.

მისი თქმით, საჯარო პირები განცხადებები, რომ ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებით, ხელისუფლებისგან იგნორირებულიიყო.

“ეს არის დარტყმა არა კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ სამართლიან საარჩევნო გარემოზე, ადამიანის უფლებებზე. საჭიროა უსწრაფესი გამოძიება და ამ საშინელ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესი დასჯა”-განაცხადა ნაცვლიშვილმა და განმარტა რომ კანონმდებლობა მსგავს დანაშაულზე ლიბერალურ სასჯელს ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ორგანოს მუხლის გამკაცრებისკენ მოუწოდა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამაც.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ეჭვობს, რომ რამდენიმე კადრმა შშს-დან გაჟონა, ვინაიდან ეს კადრები სწორედ შსს-ს ჰქონდა.

“ხელისუფლებას ამ კადრების გამო პასუხისგებაში არავინ მიუცია. საიდან მოხვდა კერძო პირბთან, თუ კერძო პირებისგან გავრცელდა. არაერთმა საჯარო პირა განაცხადა, რომ ემუქრებოდნენ კადრების გავრცელებით, მაგრამ არ გამოძიებულა. ამაშია ხელისუფლების დანაშაული. ეს არის ყველა აქტიური პირის შანტაჟი, რომ ჩვენ გამოგიქვექნებთ მსგავს კადრებს. თავისუფლი საარჩევნო გრემო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამასთანმ არასამთავრობოები 12 მარტს „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში შეხვედრას გამართავენ და კონკრეტული მოთხოვნებს შეიმუშავებენ.

banner
წინა სტატიაში“პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”- რესპუბლიკელები ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურებიან
შემდეგი სტატიაელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილს- ვწუხვარ რომ თამაზაშვილის კლანის ვერსიას ატირაჟებთ