საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჟურნალისტები ტოვებენ?

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჟურნალისტები ტოვებენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომან ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “უთავმოყვარეო სააგენტოში” მუშაობას არ აპირებს.
“ინტერპრესნიუსში” 4 წელი ვიმუშავე და დღეს ვტოვებ ამ უთავმოყვარეო სააგენტოს!” – წერს ჟურნალსიტი სოციალურ ქსელში.

დღეს, 11 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკური პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. სააგენტო ინტერპრესნიუსმა 16:11 საათზე გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, რომელიც აღნიშნული პირის, ასევე გავრცელების არხის იდენტიფიცირების შესაძლობლობას იძლეოდა.

ანალოგიური შინაარსის მასალა რადიო “ფორტუნამაც” გაავრცელა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

მეტიც, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშითავდცვის სამინისტრო IPN-თან ურთიერთობას წყვეტს – ხიდაშლის განცხადება
შემდეგი სტატიაპრემიერმა ძალოვან უწყებებს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა