(+VIDEO) ირაკლი ოქრუაშვილი – ჩემზე კარგი მრჩეველი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეყოლება

ჩემზე კარგი მრჩეველი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეყოლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განუცხადა.
ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტზე განიხილება.
“დიდი ალბათობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე კარგი მრჩეველი არ ეყოლება. ეს საკითხი განიხილება და მისი გადასაწყვეტია”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.
ამ წუთებში ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის კაბინეტში იმყოფება.
https://www.youtube.com/watch?v=seBEg4zewEs&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე უნივერსიტეტში იმყოფება – პრეზიდენტის მრჩეველი სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატია“წულუკიანის განცხადების შემდეგ, პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს”