,,ვლადიმერ პაპავა სწორედ უნივერსიტეტის ბრეჟნევია”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიის მეცნირებათა დოქტორი სოსო ჭუმბურიძე ეხმაურება.

“მე მიყვარს თითოეული სტუდენტი, რომელიც იქ დგას და კანცლერის არჩევნებს აპროტესტებს, რადგან ისინი უნივერსიტეტის ღირსებას იცავენ. როგორ იქცეოდა აკადემიური საბჭო მაშინ, როცა გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტებზე ძალადობდა ან არ ძალადობდა?! ქალბატონი ზამირა შონიას შეფასებას, რომ გიორგი ღირსეული პიროვნებაა, დავუჯერებდი, თუ გაფრინდაშვილი ღირსეულად მოიქცეოდა და კანდიდატურას მოხსნიდა. როგორ შეიძლება კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა იყოს?! ბრეჟნევის ეპოქაში ვართ?! ვლადიმერ პაპავა სწორედ უნივერსიტეტის ბრეჟნევია, რადგან იქ სრული უძრაობაა” -განაცხადა გადაცემა 2030ში სტუმრობისას სოსო ჭუმბურიძე.

banner
წინა სტატიაში,,როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო გოგი თოფაძის განცხადებას”
შემდეგი სტატიავლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა