,,ამ საკითხის ასეთი პედალირება ,,ქართული ოცნების” პოლიტიკურ იმპოტენციაზე მიუთითებს”

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციაში ოჯახთან და ქორწინებასთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებას ადვოკატი გოგა ონიანი სოციალური ქსელით ეხმაურება:

,,ქართული ოცნება” ცდილობს აწარმოოს ბინძური კამპანია და საქართველოს მოქალაქეებში დათესოს განცდა თითქოს ნაციონალური მოძრაობა, ებრძვის ეროვნულ ღირებულებებს, სწორედ ამ კამპანიის ნაწილია უაზრო აჟიოტაჟი უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, ის რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ეს თემა საქართველოს კანონმდებლობით დიდი ხანია გადაწყვეტილია და ბევრად უფრო ადრე გადაწყდა საზოგადოების სრული კონსესუსით. ქვეყანაში სადაც კრიმინალი ცხოვრების წესად იქცა, ეკონომიკა სულს ღაფავს და ეროვნული ვალუტა წლებია წვეთოვანზეა შეერთებული, საერთაშორისო მხარდაჭერა განულებულია და ოკუპანტი ყოველთვე წევს საზღვარს, ვთვლი ამ საკითხის ასეთი პედალირება პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხრიდან მათ უმწიფრობასა და ასევე პოლიტიკურ იმპოტენციაზე მიუთითებს”- წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ადვოკატი გოგა ონიანი

banner
წინა სტატიაშიThe Rolling Stones-ის ყოფილ ბასისტს პროსტატის კიბო აღმოუჩინეს
შემდეგი სტატია(video)გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება