,, საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის”

კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის – ეს განცხადება გადაცემა 2030-ში მრეწველთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
“კოალიციაში არიან ლიბერალები, მემარჯვენეები, სოციალისტები, ცენტრისტები. ეს 4 სხვადასხვა მიმართულებაა. ამიტომ, აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის. საგარეო კურსთან დაკავშირებით ყველას ერთი პოზიცია გვაქვს. თუ ვინმეს შეცდომაზე მიუთითე, ეს კურსიდან გადახვევას არ ნიშნავს. ის, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ამას არა მარტო თოფაძე, არამედ აშშ-ს პრეზიდენტი, NATO-ს გენერალური მდივანი, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობენ და ბატონი გოგიც სწორედ ამაზე საუბრობს”- განაცხადა დეპუტატმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა მისი პარტიის ლიდერი გოგი თოფაძის მიერ თურქეთთან დაკავშიებით გაკეთებულ განცხადებაზე.

“თურქეთთან დაკავშირებით ბატონი გოგის გამონათქვამი მეც მეხამუშა, მაგრამ თურქი ხალხის მიმართ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია. ზოგადად, შემოტანილი კვების პროდუქტების კონტროლი შეჩერებულია და მანაც სწორედ ეს იგულისხმა. თოფაძე ის პიროვნება არ არის, საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდა გაუჭირდეს. ამიტომ, მის მაგივრად ბოდიშს სხვა არ უნდა იხდიდეს. ეს, მინიმუმ, არაკორექტულია. სჯობს, გუნდში შევთანხმდეთ და განცხადებები ისე გავაკეთოთ” – დასძინა ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისი მოდის კვირეული მე-13 სეზონისთვის ემზდება
შემდეგი სტატიასეულმა მოსკოვს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების გამო ერთობლივი პროექტი გაუჩერა