“მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს წარსულში ერთმანეთთან გარკვეული შეხება ჰქონდათ “

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს წარსულში ერთმანეთთან გარკვეული შეხება ჰქონდათ. მარინა ფილაურის თქმით შესაძლებელია პეტრიაშვილს ამ ურთიერთობის შესახებ დღესდღეობით არ ახსოვდეს, მაგრამ მისი თქმით მექვაბიშვილი სიმართლეს აცხადებს. თავდამსხმელისა და დეპუტატის ურთიერთობის სხვა დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს და აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას საზოგადოება მალე გაიგებს.

banner
წინა სტატიაშიაიდახოს პრაიმერიზე კრუზმა ტრამპი დაამარცხა
შემდეგი სტატიაკემერონი რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად პოსტს არ დატოვებს