ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. ალექსი პეტრიაშვილი დილით ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საავადმყოფოს დატოვებს.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაში(video)სავჩენკოს დედამ მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატია“ეს დაკავშირებულია იმასთან, თითქოს, შეზარხოშებული მთლად, ადეკვატურად არ ვიქცევი”