გია ჟორჟოლიანი: მე არ ვიცოდი, თუ ქალბატონი ანა იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთან ანა დოლიძესთან კითხვები მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც დასვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ანა დოლიძის წარსულში რესპუბლიკური პარტიის წევრობამ გააკვირვა და განაცხადა, რომ ეს წარსული ანა დოლიძის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, მე არ ვიცოდი, თუ ქალბატონი ანა იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური კუთვნილება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში თუ მოდის, რადგან ეს გარკვეულ წილად დამაეჭვებელია,“ – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

 

banner
წინა სტატიაშითურქეთი და აშშ სირიის საზღვარზე ერთობლივ სადაზვერვო ცენტრს შექმნიან
შემდეგი სტატიაპაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე- წულუკიანი ბრალდებებს ეხმაურება