(+ვიდეო) ,,ვმუშაობთ რათა კოალიციამ ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში”

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

ძალიან მალე “რესპუბლიკურ პარტიასა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკელთა” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი იყო საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი. “ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, “რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმება დაზუსტდება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, “რესპუბლიკური პარტიისა” და პარტია “ქართული ოცნების” ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას.
“ჩვენ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – მაშინ ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას”, – განმარტა უსუფაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=WiuNUEklMNs

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაპირისპირებაზე განმარტებები არ გაუკეთებია