78 .ru: Wildberries-ის საწყობი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში დაიწვა არალეგალურად მუშაობდა

სანქტ-პეტერბურგის შუშარიში Wildberries-ის საწყობი, რომელიც 13 იანვარს დილით დაიწვა, უკანონოდ მუშაობდა. ამის შესახებ 78.ru საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და Gosstroynadzor-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ საწყობში სახანძრო შემოწმება არასდროს ყოფილა. რეგიონული სამშენებლო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ ზახაროვმა ასევე განაცხადა, რომ შესაბამისობის დასკვნა კომპანიას 2022 წელს გაეცა, შემდეგ კი დეველოპერი ვალდებული იყო შენობის ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ განცხადება წარედგინა, რაც არ გაკეთებულა. ამრიგად, მისი თქმით, საწყობი ფაქტობრივად უნებართვოდ მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ხანძრის გაჩენის ყველაზე სავარაუდო მიზეზად გაყვანილობის გაუმართაობას ასახელებს. წინასწარი გათვლებით ჩანს, რომ ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 10 მილიარდ რუბლზე მეტი შეადგინოს. სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა შესაძლოა იყოს მიზეზი იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობს.

ხანძარი გავრცელდა 50 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე. საწყობი თითქმის მთლიანად დაიწვა.

banner
წინა სტატიაში„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა