19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

78 000 ლარის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 78 000 ლარის ღირებულების 260 ერთეულ წვრილფეხა საქონელს, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მიისაკუთრა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

 

 

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად გასაღების მცდელობისთვის თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა