ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება. კომისიის სხდომაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

სხდომაზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ინსტიტუტებში გამართავს შეხვედრებს. მინისტრი ასევე შეხვდება ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დიდიე რეინდერსს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩმა ილია II-ს უმასპინძლა- იან კელიმ პატრიარქისგან საჩუქრად ნახატი “ნატვრის ხე” მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს