აკაკი ბობოხიძე თეა წულუკიანს მიმართავს

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, სოფელი დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დროს დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ.
ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
“ქალბატონი წულუკიანი ტრაბახობს იმით, რომ ის თურმე იუსტიციის სახლების მაგივრად ხსნის საზოგადოებრივ სახლებს, არსებობს ასეთი სოფელი დიდი ჯიხაიში, სადაც უკვე დასრულდა საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა და მუშებს დღემდე არ აქვთ კუთვნილი ხელფასი მიღებული და იქნებ მთავრობა დაინტერესდეს ამ ამბით. ერთია, რომ ეკონომიკას ვერ ვუვლით და იქნებ ის მაინც მოახერხოს მთავრობამ, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა აიღონ თავისი კუთვნილი ანაზღაურება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ორი-სამი ათასი ლარით დაგროვებული დავალიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ერთი თეთრიც არ მიუღიათ და ამ ხალხის უკან დგას ბავშვები, ოჯახები, მუხუცი მშობლები და კეთილი ინებოს თეა წულუკიანმა და ამ საქმით დაინტერესდეს”, – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, სამწუხაროდ, საწარმოები შესაძლოა დახურვის გზით წავიდეს
შემდეგი სტატიაანკარამ ნატო-ს გემებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა